ძლიერი მიწისძვრა ინდონეზიაში

ძლიერი მიწისძვრა ინდონეზიაში

1380191
ძლიერი მიწისძვრა ინდონეზიაში

ინდონეზიის ჩრდილოეთ მალუკუს შტატში 5,5 მაგნიტუდის სიმძლავრის  მიწისძვრა მოხდა. ინდონეზიის გეოფიზიკის სააგენტოს ინფორმაციით,    მიწისძვრა დარუბას რაიონიდან 117 კილომეტრში მდებარე  მოროტას კუნძულზე,   76  კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.  მიწისძვრის შემდეგ ცუნამის შესახებ განგაში არ გამოცხადებულა. ჯერ უცნობია, მოჰყვა თუ არა მიწისძვრას ნგრევა ან მსხვერპლი. შეგახსენებთ, რომ მალუკუს შტატში გასული წლის 26 სექტემბერს მომხდარი 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად 36 ადამიანი დაიღუპა.


საკვანძო სიტყვები: #მიწისძვრა , #ინდონეზია

მსგავსი ინფორმაციები