ყვითელ ჟილეტიანებს კორონავირუსი არ აშინებთ
აკრძალვის მიუხედავად მათ 70-ე აქცია გამართეს
საფრანგეთში, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების გამო აკრძალა ისეთი ღონისძიებები, დემონსტრაციები და შეკრებები, რომლებშიც 100-ზე მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, ყვითელ ჟილეტიანებმა მაინც გამართეს აქცია, რომელზედაც კიდევ ერთხელ გააკრიტიკეს და გააპროტესტეს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ადმინისტრაციის პოლიტიკა. ასობით მომიტინგე შეიკრიბა დედაქალაქ პარიზის მონპარნასეს ბულვარზე და მსვლელობა მოაწყეს იტალიის სახელობის მოედანზე, სადაც აქტივისტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა და პოლიციამ ცრემლსადენი გაზით უპასუხა მომიტინგეებს, რომლებიც სხვადასხვა ნივთ-საგნებს ესროდნენ მათ. გარდა ამისა, აქტივისტებმა ცეცხლს მისცეს ნაგვის ურნები და მოტოციკლეტები. ამ აქციის მონაწილე 79 ადამიანი დააკავეს, ხოლო 76 კი დააჯარიმეს. ამით ფრანგმა ყვითელ ჟილეტიანებმა 2018 წლის 17 ნოემბრის აქეთ რიგით 70-ე აქცია გამართეს. ამ აქციების დაწყების აქეთ, პოლიციის მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების შედეგად დაიღუპა 11 ადამიანი, დაბრმავდა 26, 5 კაცს ხელი მოსწყდა, ხოლო დაახლოებით 500 კი დაშავდა