„კოვიდ 19“-ის მდგომარეობა აღმოსავლეთში

„კოვიდ 19“-ის მდგომარეობა აღმოსავლეთში

1378042
„კოვიდ 19“-ის მდგომარეობა აღმოსავლეთში

ჩინეთში ქალაქ, უხანიდან გავრცელებული ახალი კორონავირუსით (კოვიდ -19) ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 13 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი 3193-ს მიაღწია.  ინფორმაციას ამის შესახებ ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომიტეტი ავრცელებს. ქვეყანაში ბოლო  24 საათში,  კორონავირუსით  კიდევ 11 ადამიანი დაინფიცირდა. ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციულ რეგიონ ჰონგ-კონგიში კი დაინფიცირებულთა რიცხვი 137-მდე გაიზარდა. ჩინეთის და იტალიის შედმეგ ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა ყველაზე მეტი შემთხვევა ირანში დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით ირანში დაღუპულთა რიცხვმა 611-ს მიაღწია დაინფიცირებულია 3529 ადამიანი. იაპონიაში ვირუსის შედეგად ბოლო მონაცემებით 28 ადამიანი დაიღუპა, ხოლო დაინფიცირებულთა რიცხვი 712-მდე გაიზარდა. აღმოსავლეთში  ახალი კორონავირუსის  სტატისტიკა ასეთია:

კატარში დაინფიცირებულთა რიცხვი 320-მდე გაიზარდა. ქუვეითში 80, ღაზაში დაინფიცირებულია 35 ადამიანი მაგრამ, ეპიდემიის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მიღებული ზომების ფარგლებში 2667 ადამიანი კარანტინში ჰყავთ გადაყვანილი. ერაყის ქურთულ რეგიონალურ მმართველობაში   (IKBY) კოვიდ 19-ის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა. რეგიონში ორ დღიანი კომენდანტის საათი გამოცხადდა. უკრაინამ 17 მარტიდან ავიამიმოსვლის  მთლიანად წყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. დასავლეთი აფრიკის ქვეყნებიდან  მავრიტანიაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ოფიციალური პირების განცხადებით, კორონავირუსით დაინფიცირებული პირი უახლოეს წარსულში ევროპიდან დაბრუნდა სამშობლოში. სენეგალში ერთ დღეში კორონავირუსის 21 შემთხვევა დაფიქსირდა. ალჟირში ამ დროისათვის 27, ხოლო მაროკოში 8 შემთხვევაა დაფიქსირებული.



მსგავსი ინფორმაციები