სირიაში ირანის ბაზებზე საჰაერო იერიში  განხორციელდა

სირიაში ირანის ბაზებზე საჰაერო იერიში  განხორციელდა

1376727
სირიაში ირანის ბაზებზე საჰაერო იერიში  განხორციელდა

ერაყში, ერთ-ერთ ამერიკულ ბაზაზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ ტერ-ორგანიზაცია, დაეში-ს წინააღმდეგ საბრძოლველად აშშ-ს წინამძღოლობით ჩამოყალიბებული კოალიციის მხრიდან, სირიაში, ბუ-ქემალის რაიონში მდებარე ირანის 3 სამხედრო ბაზაზე საჰაერო დარტყმები განხორციელდა. გავრცელებული ინფორმაციით, ხსენებულ ბაზაზე, ირანის რევოლუციური გვარდიის დაქვემდებარებაში მყოფი ტერორისტული დაჯგუფებები იმყოფებოდნენ, რომელთაგან დაიღუპა 25 ტერორისტი, მათ შორის 2 მაღალი დონის ე.წ. მეთაური. აშშ-ს წინამძღოლობით ტერ-ორგანიზაცია დაეში-ს წინააღმდეგ საბრძოლველად ჩამოყალიბებული კოალიციის პრესსპიკერმა,  პოლკოვნიკმა მილეს კაგინსმა განაცხადა, რომ ერაყში, ტაჯის სამხედრო ბაზაზე გუშინ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 2 ამერიკელი და 1 ბრიტანელი ჯარისკაცი დაიღუპა. როგორც მედიასაშუალებას აშშ-ის ხელისუფლებაში ანონიმურად განუცხადეს, ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ თავდასხმის უკან ირანის მიერ მხარდაჭერილი მებრძოლები დგანან.



მსგავსი ინფორმაციები