ტრამპი, კორონავირუსის ტესტის გავლას არ საჭიროებს

“მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მშვენიერია“

1375257
ტრამპი, კორონავირუსის ტესტის გავლას არ საჭიროებს

აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, კორონავირუსის ტესტი არ გაუვლია. თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა სტეფან გრიშამმა წერილობითი განცხადება გაავრცელა ტრამპის მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელშიც აღნიშნულია: "პრეზიდენტს არ გაუვლია და არ საჭიროებს COVID-19 ტესტის ჩატარებას, რადგან მას არ ჰქონია რაიმე კონტაქტი ვირუსის მატარებელ პაციენტებთან და არც რაიმე სიმპტომები გააჩნია. პრეზიდენტის ჯანმრთელობა მშვენიერ მდგომარეობაშია და იგი პირადი ექიმის მუდმივი კონტროლის ქვეშაა." ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციებით, ტრამპმა და ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა, ბოლო 10 დღის განმავლობაში ზოგიერთ ისეთ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა, რომლის დამსწრეთა შორის შემდგომში კორონავირუსის მატარებლებიც აღმოჩნდნენ და ამიტომ გამოთქვეს ეჭვი, რომ შეიძლება ტრამპი ან პენსიც ინფიცირებულ იქნენ ვირუსით. ამ დროს ტრამპმა განაცხადა, რომ ის ხვალ კონგრესის წევრებს შეხვდება და მათ ინფორმაციებს მისცემს კოვიდ-19-ის გავლენასა და შედეგებზე აშშ-ის ეკონომიკაზე. ამის პარალელურად იგი კონგრესს ახალ რეკომენდაციებს შესთავაზებს ვირუსით დაინფიცირებულების საათობრივი ხელფასებისა და გადასახადების დაკავების შესახებ.



მსგავსი ინფორმაციები