ბრაზილიაში წყალდიდობის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა

ათეულობით ადამიანი ჯერ კიდევ დაკარგულად არის მიჩნეული

1375149
ბრაზილიაში წყალდიდობის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა

ბრაზილიის სამხრეთ-აღმოსავლეთით ძლიერი წვიმების შედეგად წარმოქმნილი  წყალდიდობის და მეწყერის  გამო  დაღუპულთა რიცხვი 42-მდე გაიზარდა. ადგილობრივი მედიის მიერ, ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის განყოფილებაზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციით, სან-პაულოს შტატის სხვადასხვა ქალაქებში ინტენსიური წვიმების შედეგად წყალდიდობის და  მეწყერის გამო დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. მათივე  განცხადებით,  ბოლო მონაცემებით დაღუპულთა რიცხვი 42-მდე გაიზარდა, 36 ადამიანი კი ჯერ კიდევ დაკარგულად არის მიჩნეული.



მსგავსი ინფორმაციები