საუდის არაბეთში ტახტის მემკვიდრეების ბრძოლა გრძელდება

პრინცმა მუჰამედ სალმანმა მეტოქეები დააპატიმრა

1373772
საუდის არაბეთში ტახტის მემკვიდრეების ბრძოლა გრძელდება

საუდის არაბეთის მეფე სალმან ბინ აბდულაზიზის ძმა, აჰმედ ბინ აბდულაზიზი (პრინცი აჰმედი) და შინაპატიმრობაში მყოფი ყოფილი მემკვიდრე უფლისწული მუჰამმედ ბინ ნაიფი, ტახტის ამჟამინდელი მემკვიდრის, პრინც მუჰამედ ბინ სალმანის ბრძანებით დააპატიმრეს. აშშ-ის პოპულარული გამოცემა Wall Street Journal–ი იტყობინება, რომ ორივე მაღალჩინოსანი და საუდების ოჯახის ერთ–ერთი ყველაზე გავლენიანი და მნიშვნელოვანი ფიგურები, პარასკევს დილით დააპატიმრეს. ამავე ინფორმაციით, დაპატიმრების მიზეზი არის ”სამშობლოს ღალატი” და რომ ამით, მეფე სალმანის ვაჟის, მემკვიდრე პრინცის, მუჰამედ ბინ სალმანის ზეგავლენა ქვეყანაშიც და ტახტისათვის ბრძოლაშიც, კიდევ უფრო გაძლიერდა და განმტკიცდა. ამერიკული ჟურნალი მკითხველს იქვე ახსენებს, რომ დაპატიმრებული მუჰამედ ბინ ნაიფი,  2017 წლამდე, საუდის არაბეთის ტახტის პირველი მემკვიდრე იყო.



მსგავსი ინფორმაციები