ჯეიმს ჯეფრი თურქეთს სრულ მხარდაჭერას უცხადებს
ჯეიმს ჯეფრი თურქეთს სრულ მხარდაჭერას უცხადებს

ამერიკის შეერთებული შტატების სირიის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს ჯეფრიმ განაცხადა, რომ მათი ქვეყენა თურქეთისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებისათვის მზად არის. მან ამის შესახებ ჰათაიში, ასადის რეჟიმის თავდასხმებისგან გამოქცეული და თურქეთს შეფარებული ლტოლვილების ბანაკების მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა. ჯეიმს ჯეფრის ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ჰკითხა თუ ნატო-ს ფარგლებში თურქეთისთვის რა სახის დახმარების გაწევა იქნებოდა შესაძლებელი, რაზეც ასე უპასუხა: „თურქეთი, ნატო-ს წევრი ქვეყანაა და მათი სამხედროების უმრავლესობა, ჩვენს იარაღებს იყენებს. საჭიროების შემთხვევაში მათდამი საბრძოლო მასალების მხრივ დახმარებისათვის მზად ვართ. თურქეთთან სადაზვერვო სფეროში მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. ასევე პოლიტიკურ მხარდაჭერასაც ვუწევთ. სირიის რეჟიმის მხრიდან იდლიბში განხორციელებული თავდასხმები „ეშმაკისეულია“. ასადის რეჟიმი, იდლიბში მილიონობით ადამიანის იძულებით მიგრაციაში გასაშვებად, ამორალურ პოლიტიკას ეწევა. ასადის მხრიდან რეგიონის მიმართ წარმოებული თავდასხმები, ძალიან სახიფათო და სავალალოა“.