საერთაშორისო ამნისტია საბერძნეთს და ბულგარეთს მოუწოდებს

საერთაშორისო ამნისტია საბერძნეთს და ბულგარეთს მოუწოდებს

1369016
საერთაშორისო ამნისტია საბერძნეთს და ბულგარეთს მოუწოდებს

საერთაშორისო ამინისტია, საბერძნეთს და ბულგარეთს მოუწოდებს, თავშესაფრის მაძიებლებისთვის, რომლებიც ცდილობენ თავიანთ ტერიტორიაზე შესვლას, კარები გაუხსნან. საერთაშორისო ამინისტიის კვლევის დირექტორის ასისტენტმა მასიმო მორატიმ თურქეთიდან, ევროპის ტერიტორიებზე გადასვლის მსურველი მიგრანტების შესახებ წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომებშიც იგი აღნიშნავს: „ევროპის ქვეყნებმა, თურქეთში მყოფ მიგრანტების დასახმარებლად უფრო მეტი ძალისხმევა უნდა გამოიჩინონ. საბერძნეთმა და ბულგარეთმა თავშესაფრის მაძიებლებისთვის, რომლებიც ცდილობენ თავიანთ ტერიტორიაზე შესვლას, კარები უნდა გაუხსნან და სასაზღვრო პოლიციას მოუწოდონ, მათ წინაშე ძალა არ გამოიყენონ. თავშესაფრის მაძიებლებს შესაბამისი დოკუმენტაცია ექნებათ თუ არა, მაინც ლეგალური საზღვრიდან უნდა შეუშვან. ევროკომისიამ კი თავშესაფრის მაძიებლებს შესაბამისად უნდა დახვდეს და როგორც საბერძნეთს ასევე ბულგარეთს შესაბამისად დაუდგეს გვერდში. ევროკავშირის ქვეყნებმა მიგრანტების პრობლემის გადასაჭრელად მათზე დაკისრებული ვალდებულება თანაბრად უნდა გადაინაწილონ“, აცხადებს მასიმო მორატი.



მსგავსი ინფორმაციები