ჩინეთში „კოვიდ 19“-ის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება

ჩინეთში „კოვიდ 19“-ის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება

ჩინეთში „კოვიდ 19“-ის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება

ჩინეთში ქალაქ, უხანიდან გავრცელებული ახალი კორონავირუსით (კოვიდ -19) ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 29 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი 2746-ს მიაღწია.  ინფორმაციას ამის შესახებ ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომიტეტი ავრცელებს. უწყების ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 433  ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დადასტურებული შემთხვევების მთლიანი რაოდენობა კი  ამ დროისათვის  78 497-მდე გაიზარდა.  შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი (კოვიდ-19) გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება პირველად გასული  წლის 12 დეკემბერს დაიწყო.



მსგავსი ინფორმაციები