ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 2717-მდე გაიზარდა

ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსის (Kovid-19) ეპიდემიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 ათას 717-მდე გაიზარდა

1366431
ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 2717-მდე გაიზარდა

ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსის (Kovid-19) ეპიდემიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 ათას 717-მდე გაიზარდა.

ეროვნული ჯანდაცვის კომისიის წერილობითი განცხადების თანახმად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 52 ადამიანი დაიღუპა, 406 ადამიანს კი Kovid-19 დაუდასტურდა.

აქვე ნათქვამია, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა 2 ათას 717-მდე გაიზარდა და მათგან 2 ჰონგ-კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში, ხოლო დაავადებულია 78 ათას 64 ადამიანი.

დაავადებისგან განკურნებული და საავადმყოფოდან გაწერილია 29 ათას 745 ადამიანი.

ჰუბეის პროვინციის ქალაქ ვუჰანში 12 დეკემბერს გაჩენილი Kovid-19-ის ეპიდემია მოკლე დროში სხვა ქალაქებსა და ქვეყნებშიც გავრცელდა რის გამოც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ „საგანგებო მდგომარეობა“ გამოაცხადა.


საკვანძო სიტყვები: #Kovid-19 , #კორონავირუსი , #ჩინეთი

მსგავსი ინფორმაციები