მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანი მამაკაცი 112 წლის ასაკში გარდაიცვალა

იგი რამდენიმე დღეში 113 წლის გახდებოდა

1366242
მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანი მამაკაცი 112 წლის ასაკში გარდაიცვალა

იაპონიიდან მიღებული ინფორმაციებით, გინესის მსოფლიო რეკორდების მიერ "მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმულ ადამიანად" აღიარებული ჩიტეცუ ვატანაბე, 23 თებერვალს, 112 წლის ასაკში გარდაიცვალა. იაპონიის ნიიგატას დასახლების სათნოების სახლში მცხოვრებ და 1907 წელს დაბადებულ ჩიტეცუს, გინესის წარმომადგენელმა, მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული მამაკაცის სპეციალური სერტიფიკატი მიმდინარე წლის 5 თებერვალს გადასცა. იგი რამდენიმე დღის შემდეგ 113 წლის გახდებოდა.   ვატანაბეს 5 შვილთან ერთად  12 შვილიშვილი, 16 შვილთაშვილი და 1 შვილთაშვილის შვილი ჰყავს. როდესაც მას დიდხანს ცხოვრების საიდუმლოება ჰკითხეს, მხოლოდ ორი სიტყვით, "ნუ გაბრაზდებით და გაიღიმეთ" უპასუხა. გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის თანახმად, მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი ადამიანი იყო ფრანგი ქალი ჟან ლუიზა კალენტი, რომელიც 1997 წელს, 122 წლის ასაკში გარდაიცვალა



მსგავსი ინფორმაციები