შტაიენმაიერმაც დაგმო რასისტული თავდასხმა

“გაკვირვებული და აღშფოთებული ვართ ამ საზარელი თავდასხმით“

1363651
შტაიენმაიერმაც დაგმო რასისტული თავდასხმა

გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ ვალტერ შტაიენმაიერმა განაცხადა, რომ გუშინწინ ქალაქ ჰანუაში, რასისტული ტერორისტული თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა. ”ჩვენ ყველანი წინააღმდეგი ვართ სიძულვილისაც, ძალადობისაც და მისი მთესველი ენისაც. ჩვენ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა და ასეთ ენებს კბილები უნდა დავაჭიროთ პოლიტიკაშიც, მედიაშიც და საზოგადოებაშიც.” ხაზგასმით განაცხადა მან. ქალაქ ჰანუაში რასისტული ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ სამგლოვიარო ცერემონიაში შტაიენმაიერთად ერთად მონაწილეობა მიიღო მისმა მეუღლემაც და აქ საუბარში მან განაცხადა, რომ ვერც გაკვირვებას მალავს, ვერც აღშფოთებას. "დღეს მთელი ჩვენი ხალხი დამწუხრებულია. ძალიან რთულია მომხდარი ტრაგედიის გაგება. ჩვენ ღრმად ვგრძნობთ ტკივილს, რომელსაც არც თუ ისე ადვილად გადავიტანთ,", აღნიშნა პრეზიდენტმა და დაამატა, რომ გერმანიის 50-ზე მეტ ქალაქში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა ჰაუნაში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიებში. შტაიენმეიერი და მისი მეუღლე შემდეგ ტერაქტის მომხდარ ორივე ადგილს ეწვივნენ და ყვავილები დააწყვეს ტრაგედიების ადგილებზე, შემდეგ კი წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნებს. გერმანიის ქალაქ ჰანუაში გუშინწინ საღამოს, ორ კაფეში ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც 11 კაცი დაიღუპა, მათ შორის 5 თურქი და სპეცოპერაციის შედეგად გერმანიის ძალოვანებმა ამ თავდასხმის განმხორციელებელი 43 წლის ტობიას რ. და 72 წლის დედამისი, საკუთარ სახლში დაღუპულები იპოვეს.


 



მსგავსი ინფორმაციები