ლიბია: "რაკეტებით დაბომბილ დედაქალაქ ტრიპოლში თურქეთის გემები არ იმყოფებიან"

ლიბია: "რაკეტებით დაბომბილ დედაქალაქ ტრიპოლში თურქეთის გემები არ იმყოფებიან"

ლიბია: "რაკეტებით დაბომბილ დედაქალაქ ტრიპოლში თურქეთის გემები არ იმყოფებიან"

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქვეშ მოქმედი ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობას დაქვემდებარებულმა ლიბიის საპორტო სამმართველომ განაცხადა, რომ რაკეტებით დაბომბილ დედაქალაქ ტრიპოლში თურქეთის გემები არ იმყოფებიან.

ლიბიის ტელეკომპანია Panaroma-ს მიერ პორტების სამმართველოზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ქვეყნის აღმოსავლეთში მყოფი არალეგიტიმური შეიარაღებული ძალების ლიდერის ხალიფა ჰაფთარის შეიარაღებულმა ფორმირებამ შუა დღის შემდეგ სარაკეტო თავდასხმა მოაწყო ტრიპოლის პორტზე, სადაც თურქეთის გემი არ იმყოფებოდა.

ინფორმაციის თანახმად, პორტი მხოლოდ სამოქალაქო მიზნებისთვის გამოიყენებოდა და იქ რაიმე სახის სამხედრო-საბრძოლო მასალა არ არსებობდა.  

საუდის არაბეთის და არაბეთის გაერთიანებული საემიროების მიერ მხარდაჭერილი ზოგიერთი სატელევიზიო არხი ამტკიცებდა, რომ დაიბომბა თურქული გემი, რომელსაც ლიბიაში იარაღი მიჰქონდა.

მეორეს მხრივ, ჰაფთარის შეიარაღებული ფორმირებების ტრიპოლის პორტზე თავდასხმის შედეგად ზოგიერთი სავაჭრო გემი დაზიანდა.


საკვანძო სიტყვები: გემი , პორტი , ლიბია

მსგავსი ინფორმაციები