ლიბიის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი ჟენევაში დღეს იწყება

პირველი შეხვედრა თებერვლის დასაწყისში ჩატარდა

1361371
ლიბიის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი ჟენევაში დღეს იწყება

გაერომ განაცხადა, რომ ლიბიის კრიზისის მოსაგვარებლად, დაპირისპირებულ მხარეებს შორის 5 + 5 ფორმატის სამხედრო კომიტეტის სხდომის მეორე ეტაპი  შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში დღეს დაიწყება. გაეროს ჟენევის ოფისისგან წერილობითი გავრცელებულ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ გაეროს ლიბიის დამხმარე მისია (UNSMIL) იმედოვნებს მხარეებისაგან სერიოზული და კონსტრუქციული დამოკიდებულების გამოჩენას, რაც ხელს შეუწყობს ლიბიის პოლიტიკურ მოლაპარაკებებზე გადასვლას, რომელიც, სავარაუდოდ, ჟენევაში  26 თებერვალს დაიწყება. ამავე განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ UNSMIL განიხილავს ჟენევაში მოლაპარაკებებს როგორც კარგ შესაძლებლობას და მხარეებს მოუწოდებს, ხელიდან არ გაუშვან ეს შესაძლებლობა. ამ მოლაპარაკებების პირველი ეტაპი, ლიბიის ლეგიტიმური ეროვნული თანხმობის მთავრობასა და  მეამბოხე გენერალ ჰაფთერს შორის 3 თებერვალს  დაიწყო ჟენევაში და 8 თებერვალს დასრულდა. თვით მოლაპარაკებების შესახებ გადაწყვეტილება კი 19 იანვარს, გაეროს ხელმძღვანელობით ბერლინში გამართულ ლიბიის კონფერენციაზე მიიღეს



მსგავსი ინფორმაციები