ჩეხეთში ქათმის გრიპი აღმოაჩინეს

10 ათასობით ინდაური და ქათამი განადგურდება

1361868
ჩეხეთში ქათმის გრიპი აღმოაჩინეს

ჩეხეთში, ფრინველის გრიპის (H5N8) გავრცელების გამო, დაახლოებით 7 ათასი ინდაურისა და 130 ათასი ფრთა ქათმის განადგურების პროცესი დაიწყეს. ჩეხეთის რესპუბლიკის რადიოს საინფორმაციო ბიულეტენის თანახმად, ფრინველის გრიპის ეპიდემია იქნა აღმოჩენილი ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ სლეპოტიჩეს მეფრინველეობის ფაბრიკაში, რის კვალდაკვალ ჯერ კარანტინზე აიყვანეს ეს ფერმა, შემდეგ კი ფრინველის გრიპის ვირუსით ინფიცირებული ფრინველების განადგურება დაიწყეს და მის ფარგლებში 21 თებერვლამდე მთლიანობაში 7 ათას ინდაურსა და 130 ათას ქათამს გაანადგურებენ. ამავე ინფორმაციით, სპეციალისტებმა ხსენებული რეგიონის სხვა მეფრინველეობის ფაბრიკების კონტროლიც დაიწყეს



მსგავსი ინფორმაციები