ბურკინა-ფასოში ეკლესიაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

ბურკინა-ფასოში ერთ-ერთ ეკლესიაზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

1360691
ბურკინა-ფასოში ეკლესიაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

ბურკინა-ფასოში ერთ-ერთ ეკლესიაზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა.

ადგილობრივი პრესის მიერ უსაფრთხოების წყაროებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაუდგენელმა პირებმა ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე საჰელის რეგიონში ქალაქ იაგაში ეკლესიაზე კვირის წირვის დროს თავდასხმა მოაწყვეს.

მომხდარის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა.

თავდამსხმელებმა ეკლესიის მღვდელიც თან წაიყვანეს და გაიქცნენ.

ბურკინა-ფასოს ჩრდილოეთში საგანგებო მდგომარეობა, რომლის ვადაც 12 იანვარს ამოიწურა, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების მიზნით 1 წლით გააგრძელეს.   

საგანგებო მდგომარეობა ბურკინა ფასოს 13 რეგიონიდან შვიდში მოქმედებს.

ქვეყანაში ბოლო 4 წელიწადში ტერორგანიზაციების მიერ მოწყობილ თავდასხმებს დაახლოებით 700 ადამიანი ემსხვერპლა, მინიმუმ 270 ათასი ადამიანი კი იძულებული გახდა საცხოვრებელი მიეტოვებინა.  


საკვანძო სიტყვები: #თავდასხმა , #ეკლესია , #ბურკინა-ფასო

მსგავსი ინფორმაციები