მექსიკაში გასულ თვეში  29 ათასი არალეგალი მიგრანტი დააკავეს, რომლებიც აშშ-ში შესვლას ცდილობდნენ

მექსიკაში გასულ თვეში  29 ათასი არალეგალი მიგრანტი დააკავეს, რომლებიც აშშ-ში შესვლას ცდილობდნენ

1360007
მექსიკაში გასულ თვეში  29 ათასი არალეგალი მიგრანტი დააკავეს, რომლებიც აშშ-ში შესვლას ცდილობდნენ

გასულ თვეში, ცენტრალური ამერიკის ქვეყნებიდან, არალეგალური გზით ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლის მსურველი 29 200 არალეგალი მექსიკაში დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, მექსიკის საბაჟო და საზღვრის დაცვის სააგენტო ავრცელებს. მათივე განცხადებით არალეგალი მიგრანტების უმრავლესობა, ჰონდურასის, ელ სალვადორის და გვატემალას მოქალაქეები არიან. შეგახსენებთ, რომ ცენტრალური ამერიკის ქვეყნებიდან მიგრანტები, აშშ-ში არალეგალური გზით შესვლას გვატემალასა და მექსიკის გავლით ცდილობენ. აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპმა,  ამ თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან, აშშ-ში შესვლის მსურველი მიგრანტების მექსიკის საზღვართან შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.



მსგავსი ინფორმაციები