თვითმკვლელური აფეთქება უნივერსიტეტის წინ

დაიღუპა 5, დაიჭრა 6 კაცი

1357094
თვითმკვლელური აფეთქება უნივერსიტეტის წინ

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში განხორციელებული თვითმკვლელური აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული წერილობითი განცხადების თანახმად, თვითმკვლელმა, ქამარზე დამაგრებული ბომბი, ქაბულში მდებარე მარშალ ფაჰიმის სახელობის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის მახლობლად ააფეთქა, რის შედეგადაც  დაიღუპა 4 სამხედრო და ერთი მშვიდობიანი მოქალაქე, ხოლო 5 სამხედრო და 1 მშვიდობიანი მოქალაქე კი დაიჭრა. ამავე ინფორმაციით, ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ ჯერობით არავის აუღია



მსგავსი ინფორმაციები