ჯარისკაცმა დიდი ტრაგედია დაატრიალა

მან მთლიანობაში 12 კაცი მოკლა

1355672
ჯარისკაცმა დიდი ტრაგედია დაატრიალა

ტაილანდის დასავლეთ ნაწილში, კანჩანაბურის პროვინციის მუანგის რაიონში, ერთმა ჯარისკაცმა ჯერ ყაზარმა დაცხრილა, რის შედეგადაც მეთაურთან ერთად კიდევ რამდენიმე ჯარისკაცი მოკლა, შემდეგ კი ყაზარმის გარეთაც რამდენიმე სამოქალაქო პირი, მთლიანობაში 12 კაცი მოკლა. ადგილობრივი გაზეთის ცნობით, შეიარაღებულმა ჯარისკაცმა ჯერ ყაზარმის მეთაური და 2 ჯარისკაცი მოკლა, შემდეგ, სამხედრო ჯიპით გაიქცა და გზაზე მდებარე ერთ მარკეტში მყოფი სამოქალაქოები მძევლად აიყვანა რა, შემდეგ მათაც ცეცხლი გაუხსნა და ეს ყველაფერი მან ფეისბუკის პირდაპირ გადაცემაში აჩვენა. ამის შემდეგ მან სოციალურ ქსელში თავისი ფოტოსურათიც გაავრცელა წარწერით “დავიღალე“. რეგიონიდან გავრცელებული ინფორმაციებით, პოლიცია და სამხედროები ჯერ კიდევ ეძებენ გაქცეულ ჯარისკაცს.



მსგავსი ინფორმაციები