დემოკრატებმა უარი თქვეს ე.წ. “საუკუნის შეთანხმებაზე“
“ეს გეგმა ზიანს მიაყენებს ისრაელსაც და პალესტინასაც“

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრმა 100-ზე მეტმა დემოკრატმა დეპუტატმა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნეს და მასში განაცხადეს, რომ ისინი უარს ამბობენ და მხარს არ უჭერენ ტრამპის მიერ წარმოდგენილ ე.წ. ”შუა აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმას”, რომელსაც ტრამპი “საუკუნის შეთანხმებას“ ეძახის. წერილში, რომლის ხელმოწერას ხელმძღვანელობდნენ დემოკრატი კონგრესმენები ალან ლუვენტალი და ენდი ლევინი, ხაზგასმულია, რომ ხსენებული გეგმა არ იმუშავებს, ზიანს მიაყენებს როგორც ისრაელს, ისე პალესტინას და ამასთან, რეგიონში კიდევ უფრო გაზრდის კონფლიქტს. "ჩვენ არ ვუჭერთ მხარს ამ გეგმას. ისრაელის ადმინისტრაციამ კი იგი არ უნდა განიხილოს ისეთ ხელშეკრულებად, რომელიც მათ, დასავლეთის სანაპიროზე საერთაშორისო კანონებით დარღვეული უკანონო ებრაული დასახლებების ლეგიტიმაციას ითვალისწინებდეს." ამავე წერილში ნათქვამია, რომ აშშ-ს პრეზიდენტის ეს გეგმა დროის თვალსაზრისითაც არასრულყოფილია და პრობლემის მოგვარებაში არავითარ წვლილს არ შეიტანს რა, საერთოდ, მრავალ კითხვას შეიცავს იმის შესახებ, ნამდვილად სურს თუ არა ტრამპს ისრაელ-პალესტინის პრობლემის მოგვარება. 2019 წლის დეკემბერში წარმომადგენელთა პალატის წევრმა დემოკრატებმა მიიღეს რეზოლუციის პროექტი, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი მხარს უჭერენ პრობლემის ორ სახელმწიფოებრიობის ფორმატში გადაწყვეტას.