პალესტინის ლიდერმა პუტინის წარმომადგენელი მიიღო
განიხილეს ტრამპის ე.წ. “საუკუნის შეთანხმება“
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სპეციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლავრენტიევმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ახლო აღმოსავლეთის ე.წ. სამშვიდობო გეგმა განუხორციელებელია. პალესტინის საინფორმაციო სააგენტო WAFA- ს ცნობით, ამ ქვეყნის სახელმწიფო მეთაურმა მაჰმუდ აბასიმ რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ლავრენტიევი, ისრაელის მიერ დასავლეთ იორდანიის სანაპიროზე ოკუპირებულ რამალაჰის საპრეზიდენტო სასახლეში მიიღო და მასთან საუბარში თქვა, რომ არაბულმა და ისლამურმა ქვეყნებმა, ე.წ. “საუკუნის შეთანხმება“ იმ მოტივით უარყვეს, რომ ”იგი არღვევს საერთაშორისო ლეგიტიმურობისა და საერთაშორისო სამართლის ყველა იმ გადაწყვეტილებებს და პოლიტიკური პროცესების საფუძვლებს, რომლებიც მიზნად ისახავენ 1967 წლის საზღვრებში დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს შექმნას, რომლის დედაქალაქიც აღმოსავლეთ იერუსალიმი იქნება“. აბასიმ ასევე დადებითად შეაფასა რუსეთის მიერ ამ “სამშვიდობო გეგმის“ უარყოფაც და მისი დამოკიდებულება და ერთგულება საერთაშორისო გადაწყვეტილებებისადმიც. ლავრენტიევმა კი აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა კვლავ მხარს უჭერს ახლო აღმოსავლეთის პრობლემის გადაჭრას ორ სახელმწიფოებრიობის ფორმატში, რომელიც დაეყრდნობა საერთაშორისო სამართალს და აქედან გამომდინარე თვლის, რომ ტრამპის გეგმის განხორციელება შეუძლებელი იქნება