მაიკ პომპეო თურქეთს მხარდაჭერას უცხადებს

მაიკ პომპეო თურქეთს მხარდაჭერას უცხადებს

1353390
მაიკ პომპეო თურქეთს მხარდაჭერას უცხადებს

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ თურქეთის მიერ სირიაში იდლიბის პროვინციაში განხორციელებულ სამხედრო ქმედებებს მხარდაჭერას უცხადებენ. მაიკ პომპეომ საკითხთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „ასადის რეჟიმის, რუსეთის, ირანის და ჰეზბოლას მხრიდან იდლიბში სამოქალაქოების მიმართ განხორციელებულ შეუსაბამო და სასტიკ თავდასხმებს კიდევ ერთხელ მკაცრად ვგმობთ. მიმდინარე წლის 3 თებერვალს ასადის რეჟიმის მხრიდან რეგიონში დაძაბულობის აღკვეთის მიზნით შექმნილ სადამკვირვებლო პუნქტებზე მოვალეობის შემსრულებელ თურქ სამხედრო პერსონალზე განხორციელებულ თავდასხმას მკაცრად ვგმობთ რა,  ნატო-ს წევრ და   ჩვენ მოკავშირე თურქეთს მხარდაჭერას ვუცხადებთ. მომხდარის შემდეგ ანკარის მიერ საპასუხო ცეცხლის გახსნა, კანონის  ფარგლებში განხორციელებული ქმედება გახლდათ. დაღუპულების გამო თურქეთის მთავრობას სამძიმარს ვუცხადებთ. სირიის რეჟიმის, რუსეთის, ირანის და ჰეზბოლას მიერ განხორციელებული თავდასხმები, სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობას სერიოზულ პრობლემებს უქმნის. მოვითხოვთ ეს ბარბაროსული თავდასხმები შეწყდეს და რეგიონში ჰუმანიტარული ღონისძიებების გატარების ნებართვა და შესაძლებლობა სრულად გაიცეს“.



მსგავსი ინფორმაციები