შეიარაღებული თავდასხმა უნივერსიტეტში
დაიღუპა 2, დაშავდა 1 კაცი
1352660

ტეხასის შტატის A&M სახელწოდების უნივერსიტეტში განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა. ტეხასის A&M უნივერსიტეტის კუთვნილი სოციალური მედიის ანგარიშიდან გავრცელებულ წერილობით მესიჯში ნათქვამია, რომ დალასის ჩრდილო–აღმოსავლეთით, 107 კილომეტრში მდებარე სტუდქალაქში გუშინ განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის დროს 2 კაცი დაიღუპა, ერთი დაიჭრა, რომელიც სასწრაფოთი გადაიყვანეს ახლომდებარე საავადმყოფოში და ამ თავდასხმის შემდეგ უნივერსიტეტში სწავლება მთელი დღით შეწყდა. თავდამსხმელის ვინაობის და თავდასხმის მოტივის შესახებ ჯერ ჯერობით რაიმე ინფორმაცია არ გავრცელებულა და მათ დაწყებული გამოძიება დაადგენს. ტეხასის A&M უნივერსიტეტი მე–3 უდიდესი უნივერსიტეტია ტეხასის შტატში, რომელშიც 12 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს