ტრამპის იმპიჩმენტზე ხმის მიცემა ოთხშაბათს შესდგება

მანამდე იგი აიოვაში წინა საარჩევნო მიტინგს გამართავს

1351527
ტრამპის იმპიჩმენტზე ხმის მიცემა ოთხშაბათს შესდგება

 

აშშ-ის სენატი,  პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტთან დაკავშირებულ ორ მუხლზე ხმის მიცემას ოთხშაბათს განახორციელებს. მანამდე კი, ე.ი. სამშაბათს, აიოვაში, დემოკრატიული პარტიის წინასწარი არჩევნების, პრაიმერების პრეზენტაცია გაიმართება და მის ფარგლებში ტრამპი აქ მიტინგს გამართავს. როგორც ცნობილია, წარმომადგენელთა პალატის თავჯდომარემ ნენსი პელოსმა 24 სექტემბერს განაცხადა, რომ "აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისათვის ზიანის მიყენებისა და საპრეზიდენტო ფიცის ღალატის მოტივით", ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის გამოძიება დაიწყო. მანამდე კი, კონკრეტულად კი 25 ივლისს, ამავე პელოსმა განაცხადა, რომ ტრამპი, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელინსკისთან სატელეფონო საუბარში სამხედრო დახმარება აღუთქვა, თუ კიევი მისი კონკურენტის,  ჯო ბაიდენისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით გამოძიებას დაიწყებდა, რაც არაკონსტიტუციურია და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში შედის



მსგავსი ინფორმაციები