შეიარაღებული თავდასხმა ეკლესიაზე

2 კაცი დაიღუპა, 2 დაშავდა

1351567
შეიარაღებული თავდასხმა ეკლესიაზე

აშშ-ის ფლორიდას პროვინციაში მდებარე ქალაქ რივიერა ბეაჩის ერთ ერთ ეკლესიაზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ორიც დაშავდა. ეს შეიარაღებული თავდასხმა გუშინ, ვიქტორი სიტის ეკლესიაზე, გასვენების ცერემონიის დროს განხორციელდა. ქალაქის პოლიციის განყოფილებიდან გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ორი დაღუპული კაციდან ერთი 15 წლის მოზარდს წარმოადგენს, ხოლო დაჭრილი ორი ახალგაზრდიდან კი ერთი ქალია, რომლებიც სასწრაფოებით გადაიყვანეს ახლომდებარე საავადმყოფოში. თავდამსხმელის შესახებ ჯერ ჯერობით რაიმე ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ



მსგავსი ინფორმაციები