რუსეთმა ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა დროებით შეაჩერა

ჩინეთში მყოფი რუსი მოქალაქეების ევაკუაცია 3-4 თებერვალს მოხდება

1351492
რუსეთმა ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა დროებით შეაჩერა

 

ახალი ტიპის კორონავირუსის ეპიდემიის  გამო, რუსეთმა ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ასე რომ, რუსეთის ახალი პრემიერ-მინისტრის, მიხაილ მიშუსტინის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულების თანახმად, ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა და სამუშაო ვიზის გაცემაც, კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების გამო, დროებით შეჩერდა. კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ  ჩინეთში მყოფი რუსი მოქალაქეების ევაკუაციას ისინი 3-4 თებერვალს მოახდენენ. რუსეთის ვიცე-პრემიერ მინისტრმა ტატიანა გოლიკოვამ კი ჯერ კიდევ პარასკევს განაცხადა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსი, ქალაქ ტიუმენსა და ციმბირის სამხრეთში მდებარე   ტრანს ბაიკალის რეგიონში, 2 ადამიანს დაუფიქსირეს და ორივენი ჩინეთის მოქალაქეები არიან. რუსეთმა უფრო ადრე მიიღო გადაწყვეტილება კორონავირუსის ეპიდემიის გამო ჩინეთის საზღვრის დახურვის შესახებ, ხოლო ამის პარალელურად დროებით შეაჩერა ასევე ელექტრონული ვიზების გაცემაც. იმავე თარიღებში ზოგიერთმა რუსულმა კომპანიამ, შეზღუდა ჩინეთში ფრენებიც და მატარებლების მოძრაობაც



მსგავსი ინფორმაციები