დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 47 წლის შემდეგ  ოფიციალურად დატოვა

დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 47 წლის შემდეგ  ოფიციალურად დატოვა

1351189
დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 47 წლის შემდეგ  ოფიციალურად დატოვა
ingiltere brexit1.jpg

დიდი ბრიტანეთი, რომელიც ევროკავშირის წევრი 1973 წელს გახდა, ლონდონის დროით 23:00 საათზე ევროკავშირი ოფიციალურად დატოვა. „Brexit-ის დღესთან“ დაკავშირებით მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც სახელმწიფო ასევე კერძო დაწესებულებებში სხვადასხვა სახის საზეიმო ღონისძიებები  გაიმართა. დიდი ბრიტანეთის ევროკავშირის დატოვებასთან დაკავშირებით ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ვიდეომიმართვა გაავრცელა და მოსახლეობას ისტორიული დღე მიულოცა.  აღსანიშნავია, რომ ამიერიდან 11 თვის მანძილზე ბრიტანეთი ევროკავშირთან გარდამავალ პერიოდში ითანამშრომლებს, რომლის დროსაც ქვეყანამ უნდა მოახერხოს 27 წევრი სახელმწიფოს მიერ შეთანხმებული სავაჭრო ხელშეკრულებების გაფორმება. მეორეს  მხრივ დიდი ბრიტანეთის დეპუტატებს რადგან ევროპარლამენტის წევრობა შეუჩერდათ, ევროკავშირის შიდა კორესპონდენციებზე წვდომაც შეუწყდათ. შეგახსენებთ, 2016 წელს ჩატარებული რეფერენდუმის დროს, დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის 52%-მა ევროკავშირიდან გასვლას, ხოლო 48%-მა ბლოკში დარჩენას მისცა ხმა.

 



მსგავსი ინფორმაციები