ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 213-მდე გაიზარდა

თურქეთმა თავისი მოქალაქეების ჩამოსაყვანად თვითმფრინავი გააგზავნა

1350816
ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 213-მდე გაიზარდა

 

ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის მიერ გავრცელებული ბოლო ინფორმაციებით, ქალაქ უხანიდან გავრცელებული ახალი კორონავირუსით (2019-nCoV) გარდაცვლილთა რიცხვი 213-მდე გაიზარდა, ხოლო დადასტურებულ  ინფიცირებულთა რიცხვმა 9692-ს გადააჭარბა,  რომელთაგან 1527-ზე მეტის მდგომარეობა ჯერ კიდევ მძიმეა. ამავე ინფორმაციით, გავრცელების დღიდან იანვრის ბოლომდე 171 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაეწერა. ჩინეთის გარდა, კორონავირუსი 17 ქვეყანაში დაფიქსირდა. როგორც ცნობილია, უხანიდან, სადაც ხსენებული ვირუსი გავრცელდა,  საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია მრავალმა ქვეყანამ, მათ შორის თურქეთმაც გადაწყვიტა, რომელმაც ამისათვის ხსენებულ ქალაქში  სპეციალური სატვირთო თვითმფრინავი გააგზავნა. ანკარიდან გავრცელებული ინფორმაციებით, ამ თვითმფრინავით, თურქეთის მოქალაქეების გარდა, ქართველ და აზერბაიჯანელ მოქალაქეებსაც ჩამოიყვანენ



მსგავსი ინფორმაციები