ტრამპის ე.წ.  „სამშვიდობო გეგმის“ მიმართ კრიტიკა გრძელდება

ტრამპის ე.წ.  „სამშვიდობო გეგმის“ მიმართ კრიტიკა გრძელდება

1350068
ტრამპის ე.წ.  „სამშვიდობო გეგმის“ მიმართ კრიტიკა გრძელდება

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ გაცხადებულ  ახლო აღმოსავლეთის ე.წ. „სამშვიდობო გეგმის“ მიმართ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მწვავე კრიტიკა გრძელდება. ევროკავშირის და გაეროს შედმეგ ირანიდან, ქუვეითიდან, ტუნისიდან, ალჟირიდან, ლიბანიდან და შვედეთიდან პალესტინის მხარდამჭერი და ტრამპის მიმართ კრიტიკული შეფასებები გაკეთდა. აღნიშნულ გეგმას ანტი-სიონისტური მართლმადიდებელი ებრაელებიც აკრიტიკებენ და აღნიშნავენ, რომ ეს გეგმა სამშვიდობო კი არა ახალი ქაოსის გეგმაა.

ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი აღნიშნავს, რომ ტრამპის მიერ გამოცხადებული გეგმა, „საუკუნის ყველაზე ზნედაცემული გეგმაა“. იგი ასევე აღნიშნავს, რომ პალესტინელი ხალხის და მუსლიმების ცნობიერებით ხსენებული გემა ჩავარდება.

ტუნისი კი ხსენებულ გეგმას „რასისტულს“ უწოდებს. ტუნისის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთის მშვიდობა მხოლო და მხოლოდ  პალესტინელი ხალხის უფლებების დაცვით იქნება შესაძლებელი.

ალჟირი,  პალესტინას მხარდაჭერას უცხადებს და აღნიშნავს, რომ ახლო აღმოსავლეთის მშვიდობა მხოლოდ და მხოლოდ დამიუკიდებელ პალესტინის სახელმწიფოს ჩამოყალიბებით და პალესტინელების უფლებების დაცვით იქნება შესაძლებელი.

ხსენებული გემა დაგმო ქუვეითმა და შვედეთმაც.  შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ იორდანეს დასავლეთი სანაპიროს ისრაელის მხრიდან ანექსია, საერთაშორისო სამართლის ნორმებს ეწინააღმდეგება.

მეორეს მხრივ ერთ-ერთი ბრიტანული კვლევითი კომპანიის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით 61% თვლის, რომ ტრამპის მიერ გაცხადებული  ახლო აღმოსავლეთის ე.წ. „სამშვიდობო გეგმა“ მშვიდობას არ მოიტანს.



მსგავსი ინფორმაციები