ევროპარლამენტმა Brexit-ის შეთანხმება დაამტკიცა
ევროპარლამენტმა Brexit-ის შეთანხმება დაამტკიცა
1349855

ევროპარლამენტმა Brexit-ის შეთანხმება ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის პირობების შესახებ დოკუმენტს 621-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი 49 იყო, 13-მა კი თავი შეიკავა. ასე, რომ Brexit-ის შეთანხმება ევროკავშირის საბჭოს დამტკიცებით დასრულდება, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარი ფორმალური ხასიათისაა. ევროკავშირის საბჭო Brexit-ის შეთანხმებას სავარაუდოდ 30 იანვარს გააფორმებს, რაც იმას ნიშნავს, რომ 31 იანვარს დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებს რა, ევროპარლამენტში 73 დიდი ბრიტანეთის წევრის სავარძელი გათავისუფლდება.