ტრამპმა ეგრეთ წოდებული"ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმა" გამოაცხადა

ტრამპმა ეგრეთ წოდებული"ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმა" გამოაცხადა

1349350
ტრამპმა ეგრეთ წოდებული"ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმა" გამოაცხადა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ ე.წ. ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმაზე საუბრისას განაცხადა, რომ იერუსალიმი ისრაელის "განუყოფელ" დედაქალაქად გამოცხადდება და გეგმა "ბოლო შანსია" პალესტინელებისთვის.

ტრამპმა, თეთრ სახლში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად ერთობლივ პრესკონფერენციაზე საზოგადოებას ახლო აღმოსავლეთის ცალმხრივი სამშვიდობო გეგმა გააცნო.

ტრამპი ამტკიცებს, რომ ე.წ. სამშვიდობო გეგმა 80 ფურცლიანია და რომ გეგმა შეიცავს ძალიან ძვირფას მუხლებს როგორც ისრაელისთვის ისე პალესტინური მხარისთვის.

აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი გეგმა ითვალისწინებს პალესტინას, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, რომელიც მდებარეობს დედაქალაქის იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილში ერთ-ერთ რეგიონში და რომ თუ შეთანხმება განხორციელდება, პალესტინელებს ექნებათ ორჯერ მეტი ტერიტორია ვიდრე დღეს აქვთ.

მან ასევე განაცხადა, რომ გეგმის ფარგლებში ისრაელი მზად არის მოლაპარაკება გამართოს "მომავალში შესაქმნელი პალესტინის სახელმწიფოს" პირობების შესახებ და რომ მათი მიზანია ისრაელის და პალესტინის სახელმწიფოების აღიარება, როგორც ეროვნული სახელმწიფოების.

ეგრეთ წოდებული ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმის თანახმად, ტრამპმა პალესტინას ოთხ წლიანი ვადა მისცა იმ პირობების შესასრულებლად, რომელიც საჭიროა რათა გახდეს დამოუკიდებელი სახელმწიფო.

ტრამპის თქმით, ამ კონტექსტში ისინი მიზნად ისახავენ 50 მილიარდი დოლარის ეკონომიკური გეგმის ამოქმედებას, რომელიც, მისი აზრით, აღადგენს პალესტინის ეკონომიკას.

მეორეს მხრივ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ალ-აქსას მეჩეთის სტატუსი არ შეიცვლება, ისრაელი გააგრძელებს ამ რეგიონის უსაფრთხოების დაცვას და იგი უზრუნველყოფს რომ მუსლიმებმა ალ-აქსას მეჩეთში ლოცვების აღსრულება განაგრძონ.

მისივე თქმით, ამ საკითხში იორდანიის განსაკუთრებული მდგომარეობა ისევე შენარჩუნდება, ისევე როგორც დღემდე იყო და რომ ეს ქვეყანა გააგრძელებს მუშაობას ისრაელთან.

ამავდროულად, აშშ-ს პრეზიდენტმა პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ თავის twitter-ის ანგარიშზე განცხადება გააკეთა და გააზიარა ეგრეთ წოდებული ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმის მიხედვით გათვალისწინებული ისრაელის და პალესტინის სახელმწიფოების საზღვრების ამსახველი რუკა.

"მე ყოველთვის ვიქნები ისრაელის სახელმწიფოსა და ებრაელი ხალხის გვერდით. მე მტკიცედ ვუჭერ მხარს მათ უსაფრთხოებას და საკუთარ სამშობლოში ცხოვრების უფლებას. უკვე მშვიდობის დროა!" -აღნიშნა ტრამპმა მის განცხადებაში.

რუკის თანახმად, რომელიც ამჟამინდელი ოკუპაციის სტატუსს „ლეგიტიმურ საზღვრად“ მიიჩნევს, ისრაელის ტერიტორიად არის ნაჩვენები ისრაელის ოკუპაციის ქვეშ მყოფი 15 დასახლებული პუნქტი.

რუკაზე, სადაც იერუსალიმი ნაჩვენებია, როგორც ისრაელის დედაქალაქი, პალესტინის სახელმწიფოს ტერიტორია წარმოდგენილია ფრაზით ”მომავალი პალესტინის სახელმწიფო”, რომლის დედაქალაქიც იერუსალიმის აღმოსავლეთით მდებარე ერთი რეგიონია განსაზღვრული.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ კი ტრამპის ე.წ. ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმის დეტალების შესახებ ისაუბრა.

გეგმა ნეთანიაჰუმ ”ისრაელისთვის უზარმაზარ და ისტორიული მიღწევად” შეაფასა და დასძინა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ე.წ. ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმის ფარგლებში იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე არსებულ ებრაულ დასახლებებს ისრაელის ტერიტორიად აღიარებს.

ნეთანიაჰუმ ასევე დაამატა, რომ ტრამპის გეგმის თანახმად, ისრაელი იორდანიის ხეობაზე დომინირებას გააგრძელებს.

მისივე თქმით, აშშ-ს გეგმის მიხედვით, პალესტინელ ლტოლვილებს, რომელთა რიცხვი დაახლოებით 6 მილიონია, არ ექნებათ დაბრუნების უფლება და გეგმა ხელს შეუწყობს რეგიონში მშვიდობის დამყარებას.



მსგავსი ინფორმაციები