მადაგასკარზე წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 30-ს გადააჭარბა

მადაგასკარზე წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 30-ს გადააჭარბა

1349444
მადაგასკარზე წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 30-ს გადააჭარბა

მადაგასკარის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის გამო ბოლო მონაცემებით დაღუპულთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა. ადგილობრივი მედიასაშუალებების ინფორმაციით, ქალაქ მარუვუაიში სადაც გასული კვირიდან მოყოლებული ინტენსიურად წვიმს, წყალდიდობა გამოიწვია, რის შედეგადაც ბოლო მომაცემებით 32 ადამიანი დაიღუპა.  ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეული წყალდიდობის გამო  ჯერ კიდევ 10 ადამიანი დაკარგულად არის მიჩნეული, დაახლოებით 16 ათასამდე ადამიანი საცხოვრებლის გარეშე დარჩა. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, წყალდიდობის შედეგად დაზარალებულებისათვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევა უკვე დაიწყეს.



მსგავსი ინფორმაციები