საფრანგეთში ისლამოფობია იზრდება

გასულ წელს მუსლიმანებზე 154 თავდასხმა განხორციელდა

1348603
საფრანგეთში ისლამოფობია იზრდება

 

2019 წელს საფრანგეთში ანტი ისლამური თავდასხმები, წინა წელთან შედარებით 54 პროცენტით გაიზარდა. საფრანგეთის ისლამურ საბჭოს (CFCM) დაქვემდებარებული ისლამოფობიის დაკვირვების ცენტრის უფროსის აბდულა ზექრის მხრიდან გავრცელებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყანაში ანტი ისლამური თავდასხმები ძირითადად ილე-დე-ფრანსეს რეგიონებშია, რომელიც ძირითადად მოიცავს რონ-ალპების, პაჩას და პარიზის პროვინციებს. “გასულ წელს საფრანგეთში მთლიანობაში 154 თავდასხმა განხორციელდა მუსლიმანებზე, როცა ეს ციფრი წინა წელს 100 იყო, ე.ი. 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით 54 პროცენტით გაიზარდა ანტი მუსლიმანური თავდასხმები“, ხაზს უსვამს ზექრი და ამატებს, რომ ამის მთავარი მიზეზია ფრანგების მიერ ტერორიზმის გაიგივება ისლამთან, როცა, პირიქით, არავითარი კავშირი არ არსებობს ისლამსა და ტერორს შორის. დღესდღეობით საფრანგეთში დაახლოებით 5 მილიონი მუსლიმი ცხოვრობს და მათი უმრავლესობა ჩრდილოეთ აფრიკიდანაა. ასე რომ, ევროპაში ყველაზე მეტი მუსულმანი საფრანგეთში ცხოვრობს და ამ მხრივ იგი ევროპაში პირველ ადგილზეა.



მსგავსი ინფორმაციები