ერდოღანის ვიზიტი აფრიკის ქვეყნებში გრძელდება

იგი გამბიელმა კოლეგამ მიიღო

1348547
ერდოღანის ვიზიტი აფრიკის ქვეყნებში გრძელდება
erdogan-barrow1.jpg
erdogan-barrow2.jpg

აფრიკის სახელმწიფო ალჟირის შემდეგ გამბიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი თურქეთის პრეზიდენტი მიიღო გამბიელმა კოლეგამ ადამა ბარროუმ და პირისპირი შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივი პრეს-კონფერენცია გამართეს, რომელზედაც ერდოღანმა თქვა, რომ თურქეთის ეკონომიკური ურთიერთობები აფრიკის ქვეყნებთან ყოველთვის სამართლიან, დაბალანსებულ და ორივე მხარისათვის ურთიერთსასარგებლო პრინციპებზეა დამყარებული. მისივე თქმით, გამბია იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც შეაჩერა ფეტულლაჰის ტერ-ორგანიზაცია FETÖ-ს  საგანმანათლებლო საქმიანობა, რისთვისაც მან მადლობა მოახსენა ამ ქვეყანას. ”გამბიის ამ გადამწყვეტმა ნაბიჯმა, დადებითი მაგალითი მისცა სხვა აფრიკის ქვეყნებს FETO-ს წინააღმდეგ ბრძოლაში”, ხაზგასმით განაცხადა ერდოღანმა. ეკონომიკურ ურთიერთობებზე საუბრისას თურქმა პრეზიდენტმა თქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები არ არის სასურველ დონეზე და საჭიროა მათი გაფართოება-გაღრმავება, რასაც ახალ სტიმულს მისცემს მისი ვიზიტი ამ ქვეყანაში. მასპინძელმა პრეზიდენტმა ანკარას მადლობა მოახსენა ყველანაირი მხარდაჭერის გამო და იმედი გამოთქვა, რომ ერდოღანის ვიზიტი ახალ ეტაპზე აიყვანს ორი ქვეყნის ყველანაირ ურთიერთობებს



მსგავსი ინფორმაციები