ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი სენატში გრძელდება
ბრალდების მხარე ტრამპს დამნაშავედ სცნობს
დემოკრატი პროკურორების რწმუნებულებმა, რომლებმაც სენატში მიმდინარე სასამართლო განხილვის მეოთხე დღეს დაასრულეს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საქმის გახსნის პროცესი, მოითხოვეს ტრამპის დამნაშავედ ცნობა და მისი თანამდებობიდან გათავისუფლება. დემოკრატიული პარტიის პროკურორის შვიდმა რწმუნებულმა, რომლებსაც ხელმძღვანელობდა წარმომადგენელთა პალატის სადაზვერვო კომიტეტის თავმჯდომარე ადამ შიფი, დაასრულეს სამდღიანი პრეზენტაცია სენატის გენერალურ ასამბლეაში რა, ხაზი გაუსვეს, რომ ტრამპმა უკრაინის საკითხში კონსტიტუცია დაარღვია, იგი დამნაშავეა და ამიტომ მისი პრეზიდენტობიდან განთავისუფლება უნდა მოხდეს. შიფმა, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმპიჩმენტის გამოძიებაში, განაცხადა, რომ ტრამპის გადადგომისგან ქვეყანა გრძელვადიან პერიოდში სერიოზულ ზიანს მიიღებს, მაგრამ, აქ მთავარია კონსტიტუციის დაცვა. მანვე სასამართლოს თავჯდომარე ჯონ რობერტს მოუწოდა, მომდევნო სხდომებზე ახალი მოწმეები დაიბარონ. სენატში კვირა დღეს დასვენება იქნება, ხოლო ორშაბათიდან იმპიჩმენტის სასამართლო პროცესი გაგრძელდება. ამის შესაბამისად, ტრამპის ადვოკატები დღეს დაიწყებენ პრეზენტაციას, რაც სამშაბათამდე გაგრძელდება. პროცესის ვადის დასრულების კვალდაკვალ, ე.ი. მომდევნო კვირას, სენატორებს საშუალება ექნებათ დასვან კითხვები. სენატორებს ორივე, დაცვისა და ბრალმდებელი მხარეებისათვის კითხვების დასასმელად 16 საათიანი დრო მიეცემათ