ემანუელ მაკრონი ისრაელის პოლიციას დაუპირისპირდა

ემანუელ მაკრონი ისრაელის პოლიციას დაუპირისპირდა

1345723
ემანუელ მაკრონი ისრაელის პოლიციას დაუპირისპირდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, ოკუპირებულ აღმოსავლეთ იერუსალიმში, საფრანგეთის ტერიტორიად აღიარებულ  წმინდა ანას ეკლესიის  მონახულების დროს,  ისრაელის პოლიციასთან მკაცრად იკამათა. სოციალურ მედიაში გავრცელებული კადრების მიხედვით, ისრაელის პოლიცია მაკრონს წმინდა ანას ეკლესიაში შესვლის უფლებას არ აძლევს. „არ მომწონს ჩემ წინაშე რაც ჩაიდინეთ. გარეთ გადით, თუ შეიძლება. პროვოკაცია საჭირო არ არის. მაპატიეთ, მაგრამ ასწლეულების წესებს ჩემთვის ვერ შეცვლით,“ აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში. შეგახსენებთ, რომ ემანუელ მარკონი იერუსალიმში მსოფლიო ჰოლოკოსტის მე-5 ფორუმზე დასასწრებად ჩავიდა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა.



მსგავსი ინფორმაციები