ტრამპის იმპიჩმენტის საკითხის განხილვას სენატი დღეს იწყებს
სასამართლო პროცესი ორ დღეს გასტანს
დღეს აშშ-ს სენატში, პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თანამდებობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი იწყება. ამასთან დაკავშირებით ტრამპის ადვოკატებმა საზოგადოებას გაუზიარეს 110-გვერდიანი დაცვის ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ დემოკრატების მიერ ტრამპისადმი მიმართული "მოვალეობის ბოროტად გამოყენებისა" და "კონგრესის ფუნქციონირების თავიდან აცილების" ბრალდებები, კონსტიტუციურად ცარიელია და დამახინჯებულია, ამიტომაც სენატმა სწრაფად უნდა თქვას უარი ამ დეფექტურ ბრალდებებზე და გაამართლოს პრეზიდენტი. ადვოკატები ასევე ამტკიცებენ, რომ ტრამპს უკრაინულ საკითხთან დაკავშირებით რაიმე ცუდი არაფერი გაუკეთებია. ”დემოკრატები ამ ბრალდებით მხოლოდ ქვეყნის კონსტიტუციას ამცირებენ”, ხაზგასმულია ადვოკატთა დაცვის ანგარიშში
მსგავსი ინფორმაციები
საფრანგეთში თავსაბურიანი მუსლიმების მიმართ დისკრიმინაცია საგრძნობლად იზრდება
საფრანგეთში თავსაბურიანი მუსლიმების მიმართ დისკრიმინაცია საგრძნობლად იზრდება