ტრამპი დავოსს გაემგზავრა

სენატში კი მისი იმპიჩმენტის პროცესი განიხილება

ტრამპი დავოსს გაემგზავრა

 

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შვეიცარიაში გაემგზავრა, სადაც იგი მონაწილეობას მიიღებს მორიგ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში. აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპი შვეიცარიაში, მისი სენატში იმპიჩმენტის პროცესის დაწყების წინა დღეს გაემგზავრა და ამიტომ,  სენატში დაგეგმილ სასამართლო სხდომების პირველ ორ დღეს ვერ დაესწრება. თეთრი სახლიდან გავრცელებული წერილობითი განცხადებით, ტრამპს დავოსის ფორუმის ფარგლებში პირისპირი შეხვედრები ექნება ერაყის პრეზიდენტ ბერჰან სალიჰთან, პაკისტანის პრემიერ-მინისტრ იმრან ხანთან, ერაყის ქურთული რეგიონის (IKBY) პრემიერ მინისტრ ნეჩირვან ბარზანისთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონთან  და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელ კლაუს შვაბთან. ტრამპი, სიტყვით გამოვა დავოსის ფორუმზე და სავარაუდოდ,  ყოვლისმომცველ შეფასებებს გააკეთებს აშშ-სა და სამიტის მონაწილე ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ.



მსგავსი ინფორმაციები