ესპანეთი “გლორიას“ ებრძვის

დაიღუპა 4 კაცი

ესპანეთი “გლორიას“ ებრძვის

 

ესპანეთის აღმოსავლეთ რეგიონებს თავს დაატყდა “გლორიას“ სახელწოდების ქარიშხალი, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა და მათ შორის 1 რუმინეთის მოქალაქეა. ეს ქარიშხალი განსაკუთრებით ძლიერი და გამანადგურებელი იყო ვალენსიის, არაგონის, კატალონიის, მურკიას რეგიონებში და ბალეარის კუნძულების გარშემო რა, იგი ჯერ კიდევ გრძელდება ე.წ. ”წითელი განგაშის” დონეზე, ამიტომაც ხსენებულ რეგიონებში სამოქალაქო დახმარების ჯგუფები მზადყოფნაში არიან მოყვანილნი. ვალენსიაში, სადაც  ზღვის ტალღის სიმაღლემ სანაპიროზე რეკორდულ დონემდე, 8,44 მეტრამდე აიწია, პორტები დახურულია, ამის პარალელურად სწავლა-განათლება დროებით შეწყდა  120 მუნიციპალიტეტის სკოლებში, ხოლო ქალაქ ალიკანტეში კი დაახლოებით 20,000 სახლი დარჩა ელექტროენერგიის გარეშე. ესპანეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიურმა სააგენტომ ყურადღება გაამახვილა რა აღმოსავლეთის რეგიონებში თოვლის, წვიმისა და ქარის სიძლიერეზე, მოქალაქეები გააფრთხილა, რომ თუ რაიმე აუცილებელი და სავალდებულო საქმე არ ექნებათ, არ დასტოვონ სახლები. ამავე ცნობით, ცუდი ამინდი ქვეყნის დატოვებას ამ საღამოდან დაიწყებს



მსგავსი ინფორმაციები