ვენესუელას აშშ-სთან პირდაპირი მოლაპარაკება სურს
ვენესუელას აშშ-სთან პირდაპირი მოლაპარაკება სურს

ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ დროა დაიწყოს პირდაპირი მოლაპარაკებები ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რათა დასრულდეს პოლიტიკური ჩიხი, რომელიც ზეწოლას ახდენს მის ქვეყანაზე.
ნიკოლას მადურომ The Washington Post-თან ინტერვიუში აღნიშნა: ”დარწმუნებული იყავით რომ აშშ რამდენადაც დიდი არ უნდა იყოს, თუ ორ ქვეყანას შორის პატივისცემაა, სწორი ინფორმაციის გაცვლაა, შესაძლებელია ახალი ურთიერთობის დამყარება. პატივისცემასა და დიალოგზე დამყარებული ურთიერთობა ყოველთვის ემყარება ორმხრივი მოგების პრინციპს. კონფლიქტურ ფორმაში კი ორმხრივი წაგების პრინციპს ემყარება.“
მადურომ განაცხადა, რომ დროა დაიწყოს პირდაპირი მოლაპარაკებები ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რათა დასრულდეს პოლიტიკური ჩიხი, რომელიც ზეწოლას ახდენს მის ქვეყანაზე, სადაც 30 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.
მან ასევე აღნიშნა, რომ ის ცდილობს პირდაპირი კავშირი დაამყაროს აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, რადგანაც ტრამპის გარშემო მყოფები მას ვენესუელას შესახებ მცდარ ინფორმაციებს აწვდიან.
აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა მხარი დაუჭირეს ვენესუელაში ოპოზიციას, რომელმაც გადატრიალების მოწყობა სცადა.
მსგავსი ინფორმაციები

ნიუ-იორკში წითელი განგაშია კანადიდან წამოსული ტყის ხანძრის კვამლის გამო
ნიუ-იორკში წითელი განგაშია კანადიდან წამოსული ტყის ხანძრის კვამლის გამო