მორიგი ძლიერი მიწისძვრა ინდონეზიაში

ცუნამის შესახებ რაიმე განგაში არ გამოცხადებულა

1343257
მორიგი ძლიერი მიწისძვრა ინდონეზიაში

 

ინდონეზიის კუთვნილ პაპუას პროვინციაში, რიხტერის შკალით 6.3 მაგნიტუდის მორიგი მიწისძვრა მოხდა. ინდონეზიის მეტეოროლოგიის, კლიმატის და გეოფიზიკური ორგანიზაციის განცხადებით, მიწისძვრის ეპიცენტრი, პაპუას პროვინციის დედაქალაქ ჯავაპურადან 39 კმ-ის დაშორებით ჩრდილო-დასავლეთში, დედამიწის 56 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. ჯერ ჯერობით რაიმე ინფორმაცია არ გავრცელებულა მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ და არც ცუნამის შესახებ რაიმე გაფრთხილება გავრცელებულა



მსგავსი ინფორმაციები