დონალდ ტრამპი, ხამენეის მოუწოდებს, ფრთხილად შეარჩიოს სიტყვები

დონალდ ტრამპი, ხამენეის მოუწოდებს, ფრთხილად შეარჩიოს სიტყვები

დონალდ ტრამპი, ხამენეის მოუწოდებს, ფრთხილად შეარჩიოს სიტყვები

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ირანის სულიერ ლიდერ აითოლა ალი ხამენეის მოუწოდა საუბრის დროს სიტყვები შეარჩიოს. ტრამპი, აითოლა ალი ხამენეის მიერ 8 წლიანი პაუზის შემდეგ, გუშინ თეირანში პარასკევის ლოცვის დროს ამერიკის მიმართ მუქარის შემცველი ქადაგების გაკეთებას სოციალურ ქსელ, Twitter-ის მეშვეობით გავრცელებული განცხადებით უპასუხა, რომელშიც ნათქვამია: „ირანის, ე.წ. სულიერმა ლიდერმა, რომელიც ბოლო დროს არც თუ ისე უმაღლესია, საძაგელი რაღაცები თქვა აშშ-სა  და ევროპის შესახებ. მათი ეკონომიკა ინგრევა, ხალხი იტანჯება. ფრთხილად უნდა იყოს სიტყვების შერჩევისას“. შეგახსენებთ, რომ ვაშინგტონ-თეირანს შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობა, მიმდინარე წლის 3 იანვარს ამერიკის მხრიდან ერაყის დედაქალქ ბაღდადში განხორციელებული ოპერაციის შედეგად, ირანის რევოლუციური გვარდიის მთავარსარდლის ქასიმ სულეიმანის მკვლელობის შემდეგ კიდევ უფრო დაიძაბა.



მსგავსი ინფორმაციები