ბრაიან ჰუკი: „ირანის რეჟიმის მსოფლიოს მიმართ მუქარას თუ გააგრძელებს უფრო მეტად იზოლირებული გახდება“

ბრაიან ჰუკი: „ირანის რეჟიმის მსოფლიოს მიმართ მუქარას თუ გააგრძელებს უფრო მეტად იზოლირებული გახდება“

1343010
ბრაიან ჰუკი: „ირანის რეჟიმის მსოფლიოს მიმართ მუქარას თუ გააგრძელებს უფრო მეტად იზოლირებული გახდება“

ირანის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, ბრაიან ჰუკის თქმით, თუ თეირანის მთავრობა მსოფლიოს მიმართ მუქარას გააგრძელებს, კიდევ უფრო მეტ იზოლაციაში მოექცევა. მან ამის შესახებ, ირან-აშშ-ს შორის ბოლო დროინდელი დაძაბულობის შესახებ  სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე თქვა. მისივე თქმით, ირანში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციების დროს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის გამო, ისლამური რევოლუციური კორპუსის (IRGC) მეთაურის, ჰასან შავაპურის მიმართ სანქციები დაწესდება. მისივე თქმით, ამერიკის მხრიდან თეირანის მთავრობის მიმართ დაწესებულმა სანქციებმა ქვეყნის მმართველობა რთულ პირობებში ჩააგდო რა, ნავთობის გაყიდვები 80%-ით შემცირდა, ეს კი ქვეყნის ეკონომიკისათვის 50 მილიარდ დოლარის დანაკარგს ნიშნავს. შეგახსენებთ, რომ გუშინ ირანის სულიერმა ლიდერმა აითოლა ალი ხამენეიმ 8 წლიანი პაუზის შემდეგ თეირანში პარასკევის (ჯუმა) ლოცვას წარუძღვა და ქადაგებისას ამერიკის  მიმართ მუქარა გააგრძელა.


საკვანძო სიტყვები: #იზოლაცია , #ირანი , #ბრაიან ჰუკი

მსგავსი ინფორმაციები