ანგელა მერკელი 24 იანვარს თურქეთს ეწვევა

იგი სტამბოლში პრეზიდენტ ერდოღანს შეხვდება

1342778
ანგელა მერკელი 24 იანვარს თურქეთს ეწვევა

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი სამუშაო ვიზიტით 24 იანვარს  თურქეთს ეწვევა. გერმანიის სახელმწიფო მდივნის, სპიკერი  შტეფენ ზაიბერტის განცხადებით კანცლერი, მერკელი 24 იანვარს სტამბოლში პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. მისივე განცხადებით, შეხვედრაზე საერთაშორისოს საკითხების ჩათვლით ორმხრივი ურთიერთობებიც იქნება განხილული. ერდოღანი და მერკელი სტამბოლში ასევე თურქულ-გერმანულ უნივერსიტეტის კამპუსის გახსნის ცერემონიალსაც დაესწრებიან. მეორეს მხრივ მერკელი სტამბოლში,  თურქულ-გერმანული სავაჭრო პალატის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებასაც  დაესწრება და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებსაც შეხვდება.



მსგავსი ინფორმაციები