ვინ გახდება რუსეთის ახალი პრემიერ-მინისტრი?

ვინ გახდება რუსეთის ახალი პრემიერ-მინისტრი?

1341683
ვინ გახდება რუსეთის ახალი პრემიერ-მინისტრი?

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა,  დიმიტრი მედვედევის გადადგომის შემდეგ, პრემიერ-მინისტრის პოსტი, ფედერალური საგადასახადო სამსახურის უფროსს, მიხაილ მიშუსტინს შესთავაზა. კრემლიდან გავრცელებული ინფორმაციით, პუტინმა, მიხაილ მიშუსტინს უკვე შეხვდა და პრემიერ-მინისტრის სავარძელიც  შესთავაზა. მათივე განცხადებით, მიშუსტინი სავარაუდოდ პუტინის ამ შეთავაზებას დაეთანხმა   რა, პრეზიდენტმა მისი კანდიდატურა დასამტკეცად სახელმწიფო დუმას წარუდგინა. დუმიდან გავრცელებული ინფორმაციით,  მიხაილ მიშუსტინის კანდიდატურას კენჭს დღეს უყრიან. შეგახსენებთ, რომ რუსეთის უკვე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა გადადგომის შესახებ შესაბამისი მანდატი პუტინს გუშინ წარუდგინა რა, პუტინმაც დაამტკიცა. შესაძლო ახალი პრემიერ-მინისტრი, მიხაილ მიშუსტინი, რომელიც 1960 წელს მოსკოვში დაიბადა, 2010 წლიდან მოყოლებული ფედერალური საგადასახადო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა.



მსგავსი ინფორმაციები