ვაშინგტონმა და პეკინმა ახალი სავაჭრო შეთანხმება გააფორმეს

ვაშინგტონმა და პეკინმა ახალი სავაჭრო შეთანხმება გააფორმეს

1341695
ვაშინგტონმა და პეკინმა ახალი სავაჭრო შეთანხმება გააფორმეს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ჩინეთის  ვიცე-პრემიერმა ლიუ ჰემ ორ ქვეყანას შორის ახალ სავაჭრო შეთანხმებას ხელი მოაწერეს. თეთრ სახლში პირდაპირ ეთერში განხორციელებული ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ეს ფაქტი, აშშ-ჩინეთს შორის უფრო ძლიერი ურთიერთობის დამყარების ახალ ეტაპს შექმნის. „ჩვენ ერთად ვასწორებთ წარსულის შეცდომებს და ეკონომიკური სამართლიანობისა და უსაფრთხოების მომავალს უზრუნველვყოფთ, უფრო მეტიც, ეს შეთანხმება ხელს უწყობს მსოფლიო მშვიდობას. უახლოეს ხანებში ჩინეთს ვეწვევი“. ვაშინგტონ-პეკინს შორის გაფორმებული ახალი სავაჭრო შეთანხმების დროს ჩინეთის ვიცე-პრემიერმა ლიუ ჰემ კი აღნიშნა, რომ შეთანხმება თანასწორობასა და ურთიერთპატივისცემას ეფუძნება და ყველა მხარისთვის მომგებიანია. შეგახსენებთ, რომ ამერიკასა და ჩინეთს შორის ე.წ. „სავაჭრო ომი“, 2018 წელის მარტის თვეში, ტრამპის მიერ, ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე დამატებითი გადასახადების დაწესების შემდეგ დაიწყო.  



მსგავსი ინფორმაციები