ფრინველის გრიპი პოლონეთში

ფრინველის გრიპი პოლონეთში

1341181
ფრინველის გრიპი პოლონეთში

პოლონეთში ფრინველის გრიპის (H5N8)  შემთხვევებმა სულ მცირე 100 ათასი ფრინველის დახოცვა გამოიწვია. პოლონეთის ვეტერინარული სამსახურის განცხადებით, ქვეყანაში გრიპის შემთხვევები თავდაპირველად 31 დეკემბერს დააფიქსირეს ლუბლინის პროვინციაში მდებარე ერთ-ერთ ქათმების სასაკლაოზე. ვირუსმა 25 000 ფრინველის დახოცვა გამოიწვია. მოგვიანებით კი ადგილობრივმა მთავრობამ 60 000-ზე მეტი ფრინველი პრევენციის მიზნით დახოცა. ვირუსი სავარაუდოდ პარასკევს ქვეყნის დასავლეთ რეგიონშიც დააფიქსირეს.  შეგახსენებთ, ევროპაში პოლონეთი შინაური ფრინველის ყველაზე მსხვილი მწარმოებელია. პოლონეთში გავრცელებული ფრინველის გრიპის გამო ამ ქვეყნიდან იაპონიამ, ჩინეთმა, სამხრეთ კორეამ, სინგაპურმა, ჰონგ კონგმა და  სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ მთლიანად შეაჩერეს ფრინველისა და კვერცხის იმპორტი.


საკვანძო სიტყვები: #ფრინველის გრიპი , #პოლონეთი

მსგავსი ინფორმაციები