ტერაქტი გამგებლის სახლის წინ

2 კაცი დაიღუპა, 9 დაიჭრა

1340444
ტერაქტი გამგებლის სახლის წინ

 

ავღანეთის ჩრდილოეთით მდებარე ბელჰის პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრ მეზარ-ი შარიფში განხორციელებული ბომბიანი თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ბელჰის პოლიციის დეპარტამენტის სპიკერის განცხადებით, ქალაქის ცენტრში, გზის საფარის ქვეშ ჩამონტაჟებული ორი ბომბი ზედიზედ აფეთქდა, რომლებსაც 2 კაცი ემსხვერპლა, 9 კი დაიჭრა. თვითმხილველების განცხადებით კი, ორივე ბომბი აფეთქდა ბელჰის რაიონული გამგებლის სახლის წინ და ამ თავდასხმაზე ჯერ ჯერობით არავის აუღია პასუხისმგებლობა



მსგავსი ინფორმაციები