ჰაფთერმა ხელი არ მოაწერა მორატორიუმის ტექსტს

მან მოსკოვი უკვე დატოვა

ჰაფთერმა ხელი არ მოაწერა მორატორიუმის ტექსტს

 

რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS–ი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ლიბიის ტერიტორიის უდიდესი ნაწილის მაკონტროლებელმა გენერალმა ხალიფა ჰაფტერმა, მხარეებს შორის გუშინ მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ტექსტს ხელი არ მოაწერა და ისე დასტოვა მოსკოვი. ამავე განცხადებით, მხარეებს შორის შეთანხმების მისაღწევად მოსკოვი მუშაობას გააგრძელებს. როგორც ცნობილია, გუშინ, მოსკოვში, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუტ ჩავუშოღლუ და ეროვნული თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი რუს კოლეგებს შეხვდნენ და შეთანხმებას მიაღწიეს ლიბიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ტექსტის პროექტში. ამ შეხვედრის შემდეგ ლიბიის ლეგიტიმური ეროვნული თანხმობის მთავრობის პრემიერ მინისტრმა ფაიზ ეს სერაჯმა ხელი მოაწერა ხსენებულ პროექტს, ხოლო ჰაფტერმა დილამდე დრო მოითხოვა, ხოლო დღეს დილით კი მან, ტექსტზე ხელის მოუწერლად დასტოვა მოსკოვი



მსგავსი ინფორმაციები